ორჯერ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ თბილისში ახალი ყინულის სასახლე, უტენდეროდ, 28.5 მლნ ლარად აშენდება

თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ყინულის მოედანი ტენდერის გარეშე აშენდება – ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს და მისი ღირებულება 28.5 მილიონი ლარი იქნება.
საქართველოში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი უნდა ჩატარდეს, შესაბამისად ახალი ყინულის მოედანი სწორედ ფესტივალის მასპინძლობისთვის არის აუცილებელი.
საგულისხმოა გარემოება, რომ ყინულის მოედნის ასაშენებლად ტენდერი თავდაპირველად 26 ივნისს გამოცხადდა, თუმცა ის უარყოფითი შედეგით დასრულდა. განახლებული ტენდერი 12 სექტემბერს გამოცხადდა, თუმცა ისიც უარყოფითი შედეგით დასრულდა, რადგანაც ტენდერის ერთადერთმა მონაწილემ ამხანაგობა დაგი-ზლატოგრაფმა დისკვალიფიკაცია მიიღო.
ვრცლად იხილეთ: bm.ge