ორჯერ შევხვდი სადისტ სააკაშვილს, ყველაფერი მოვახსენე, ვისი დავალებით ჩამოვიდა ქუთაისში, რომელ ადგილას იყო, ქუთაისის სპეცრაზმმა რომ აიყვანა – ორჯერვე მითხრა, აუცილებლად დაგეხმარები და გამომძიებლების მეშვეობით გაიგებო, ისინი მეუბნებოდნენ, ცოცხალია და დაგიბრუნდებათო

ორჯერ შევხვდი სადისტ სააკაშვილს, ყველაფერი მოვახსენე, ვისი დავალებით ჩამოვიდა ქუთაისში, რომელ ადგილას იყო, ქუთაისის სპეცრაზმმა რომ აიყვანა – ორჯერვე მითხრა, აუცილებლად დაგეხმარები და გამომძიებლების მეშვეობით გაიგებო, ისინი მეუბნებოდნენ, ცოცხალია და დაგიბრუნდებათო
ორჯერ შევხვდი სადისტ სააკაშვილს ჩემი გაცხადებით. ყველაფერი მოვახსენე, ვისი დავალებით ჩამოვიდა ქუთაისში, რომელ ადგილას იყო, ბანკის წინ რომ ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული, ქუთაისის სპეცრაზმმა რომ აიყვანა, ეს ყველაფერიც ვუთხარი. ისიც ვიცოდი, რომ თბილისის სპეცრაზმს გადააბარეს.
სააკაშვილმა ორჯერვე მითხრა, აუცილებლად დაგეხმარები და გამომძიებლების მეშვეობით გაიგებო, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ მოკლული დავით ცინდელიანის დედამ, თამარ არღვლიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ქუთაისში გამომძიებლები ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილი, დავით ცინდელიანი ცოცხალი იყო და მალე დაუბრუნდებოდა, თუმცა, მალევე ოჯახისთვის ცნობილი გახდა, რომ ცინდელიანი, ს კუდის უფროსმა, რომან შამათავამ მოკლა. თამარ არღვლიანის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის პირობებში ამ ინფორმაციას ვერც ამხელდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ ოჯახსაც და მოწმეებსაც მოიშორებდნენ.
“ჩავდიოდით ქუთაისში და ისინი მეუბნებოდნენ, ცოცხალია და დაგიბრუნდებათო. ცოტა ხნის შემდეგ, შიგნიდან გასკდა, რომ დათო მოკლული იყო ს კუდ-ის უფროს რომან შამათავას მიერ, მაგრამ სად, როგორ – ეს არ ვიცოდით. ამასაც ვერ ვამხელდით იმ სადისტური მთავრობის ხელში, რომ ის მოწმეებიც არ მოესპოთ, ამის გვეშინოდა. ჩვენდა საბედნიეროდ და მთელი საქართველოს მოსახლეობის საბედნიეროდ, როგორც შეიცვალა ეს სისხლისმსმელი მთავრობა და ხელისუფლების სათავეში მოვიდა “ოცნების” მთავრობა, სამხილი ჩვენ მივეცით და ყველაფერი გამოიძიეს – სად, როგორ, როდის, ვინ. დიდ მადლობას მოვახსენებ ყველას, დაწყებული მთავრობიდან, დამთავრებული გამომძიებლებით, ვინც ამ საქმეში ჩაერია და ყველაფერი ისე გამოიძიეს, როგორც იყო.” – განაცხადა თამარ არღვლიანმა.
Next: შამათავამ პირდაპირ თავში დაახალა და ერთი გასროლით მოკლა. ესე უთქვამს, აი რა მაგარი იარაღი ყოფილა, მეორე გასროლა აღარ დამჭირდაო. წინასწარ გამზადებული ბეტონის ფილები გამოუბია და ზღვაში ჩაუძირია

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას