„ორჯერ დავფიქრდებით, როდესაც გახარიას ხელს ჩამოვართმევთ“ — ოპოზიცია

„თქვენ თუ მეუბნებით, რომ იქ ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა დაჰპირდა და ამიტომ არ უნდა მისულიყო გიორგი გახარია, ბოდიშით რაა…“, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ზაზა თავაძე.
პარტიაში სჯერათ, რომ გიორგი გახარიამ „საკუთარ მოედანზე დაამარცხა“ და „დაამთავრა“ წულუკიანის კომისია.
„მე ვფიქრობ, ეს იყო ერთი, ცალკე აღებული გამბედავი, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის ნაბიჯი, რომელმაც პირდაპირ შემოიყვანა თამ. აქციებზე და სხვადასხვა დისკუსიებზე ყოფნისას ბევრი ადამიანი პირდაპირი მეუბნებოდა, მე ვარ თქვენი მხარდამჭერი იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარია იტყვის, რატომ გადადგა და 20 ივნისს, ვინ გასცა ბრძანება რეზინის თავაკებიან ტყვიების გამოყენებაზე, შესაბამისად, ეს პასუხები საზოგადოებამ მიიღო“, — განაცხადა თავაძემ.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გიორგი გახარიას ს წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
„წინააღმდეგობის პლატფორმის“ მეორე შეხვედრაზე დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ე.წ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში“, — განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.
იგივე შეთანხმება შედგა თებერვალში, სალომე ზურაბიშვილთან უფრო ფართო ფორმატშიც, რომელშიც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„აწი, ორჯერ დავფიქრდებით, როდესაც რაღაცაზე ხელს ჩამოვართმევთ გახარიას და მის გუნდს“, — განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა.
შეთანხმების დარღვევას მიიჩნევს მთავარ პრობლემად „ფედერალისტების“ ერთ ერთი ლიდერი ც.
„როგორც ჩანს, როცა შევთანხმდით, გახარიას წარმომადგენელი ვერ ხვდებოდა ბიძინას ამოცანას, რომ საგამოძიებო კომისიით ყველა ერთ ქვაბში უნდა ჩაეყარა, არ იფიქრა რომ გახარიასაც დაუძახებენ და ამიტომ დათანხმდა. შეცდომა დავუშვი, რომ გახარიასთან შეთანხმება შეთანხმებად მივიღე და მომავალში აღარ დავუშვებ“, — დაწერა ჩერგოლეიშვილმა „ფეისბუქზე“.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი ვანო წერეთელი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს განცხადებას შეთანხმების დარღვევის შესახებ.
„გახარიამ დააზიანა საკუთარი იმიჯი, როდესაც დაარღვია პრეზიდენტის ფორმატში მიღწეული შეთანხმება. მეორე მხრივ, ქართველი ხალხის მთავარი მიღწევა არის ივანიშვილის არაღიარებისა და დელეგიტიმაციის პროცესი, რაც ასევე დააზიანა გიორგი გახარიამ“, — განაცხადა წერეთელმა.
თავად გიორგი გახარიამ თქვა, რომ კომისიაზე მისვლა მისი ლეგიტიმურობის აღიარებას არ ნიშნავს და ეს გადაწყვეტილება „ოცნების“ ჰიბრიდულ ომზე საპასუხოდ მიიღოს.
„ვხედავ, რომ თქვენ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის საქართველოს მოქალაქეებზე. ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძე, მისი გმირობის გაუფასურებების კონტექსტში. მაშინ ჩავთვალე, რომ მე ვარ ვალდებული, აქ მოვიდე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ კომისიას ვაღიარებ“, — თქვა გახარიამ.
გიორგი გახარიამ კომისიაზე ასევე თქვა, რომ სმენია ჭორები, ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას თავიანთი გაუქმებული მანდატების აღდგენა უნდათ.
„აღდგენილი ამ დღეებში მხოლოდ ლაზარე ვიცით, მადლობა უფალს“, — უპასუხა თეა წულუკიანმა.
გაუქმებული მანდატების აღდგენის მექანიზმი არ არსებობს.
სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას მიერ წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების დარღვევას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.