ორწლიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა ღაზისა და ეგვიპტის დამაკავშირებელმა სასაზღვრო პუნქტმა რაფაში

რაფაჰის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, რომელიც ეგვიპტესა და ღაზის სექტორის საზღვარზეა, ორშაბათს, 2 თებერვალს, პირველმა მოგზაურებმა გაიარეს. ამის შესახებ AFP იტყობინება ისრაელის ანონიმ მოხელეზე დაყრდნობით.
ისრაელმა საკონტროლო-გამშვები პუნქტი ორი მიმართულებით გახსნა მას შემდეგ, რაც იქ ჩავიდნენ ევროკავშირის საზღვრისპირა დახმარების მისიის, EUBAM-ის, წარმომადგენლები. ეგვიპტის ტელეარხ Al-Kahera News-ის თანახმად, რომელიც ახლოს არის ქვეყნის სპეცსამსახურებთან, საზღვრის გახსნის პირველ საათებში მასზე 50-50-მა ადამიანმა გაიარა თითო მიმართულებით. მსგავს ინფორმაციას ავრცელებს ისრაელის საზოგადოებრივი ტელეარხი KAN-იც.
რაფაჰის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ორი წლის განმავლობაში იყო დახურული და მან 1 თებერვალს განაახლა მუშაობა შეზღუდული მოცულობით. როგორც იუწყება ისრაელის უწყება Cogat-ი, რომელიც მუშაობს პალესტინურ ტერიტორიებზე სამოქალაქო საკითხებზე, ეს ნაბიჯი არის ნაწილი შეთანხმებისა ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს შორის, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში დაესხა თავს ისრაელს. რაფაჰის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ამუშავება EUBAM-ის მეთვალყურეობით მიმდინარეობს.
როგორც ვარაუდობენ, ღაზიდან ეგვიპტეში პირველ რიგში გაემგზავრებიან ის ადამიანები, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება. პალესტინელთა ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ამჟამად სექტორიდან გასვლის ნებართვა მიიღო 200-მდე პაციენტმა. როგორც Deutsche Welle იტყობინება, ეგვიპტეში პალესტინელთა მისაღებად ემზადება 150 საავადმყოფო, 12 ათასი მედიკოსი და სასწრაფო დახმარების 300 მანქანა.
რაფაჰის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ერთადერთი სასაზღვრო გადასასვლელია, რომელიც ღაზის სექტორს არ აკავშირებს ისრაელთან.
რაფაჰის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა -ის სამშვიდობო გეგმის ნაწილია. ამას დათანხმდა მას შემდეგ, რაც ჰამასმა ისრაელს დაუბრუნა მის ხელში დარჩენილი უკანასკნელი მძევლის, 24 წლის რან გვილის ნეშტი.