ორშაბათს დუმაში წარადგენენ კანონპროექტს „ფეიკებისთვის“ ქონების ჩამორთმევის შესახებ

22 იანვარს ს სახელმწიფო დუმაში შეიტანენ კანონპროექტს ქონების კონფისკაციის თაობაზე, მათ შორის რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკებისთვის. ამის შესახებ დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. მისი სიტყვებით, პროექტი შესაძლებელს გახდის ფულის, ძვირფასეულობისა და სხვა ქონების კონფისკაციას, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია რუსეთის წინააღმდეგ დანაშაულებრივი საქმიანობისთვის.
გარდა ამისა, ინიციატივა სხვათა შორის გულისხმობს ქონების ჩამორთმევას ექსტრემისტული საქმიანობის მოწოდებებისთვის, რომლებიც მოწოდებულია რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, არმიის დისკრედიტაციის, სანქციების შემოღების, ნაციზმის რეაბილიტაციისკენ.
„ყველა, ვინც ცდილობს რუსეთის დანგრევას, ვინც ღალატობს მას, დამსახურებული სასჯელი უნდა მიიღოს და ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი საკუთარი ქონებით უნდა აანაზღაუროს,“ დაწერა ვოლოდინმა ტელეგრამში.
კანონპროექტი შეიმუშავეს მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ დეპუტატებმა ვასილი პისკარიოვმა, ირინა იაროვამ და ელენა იამპოლსკაიამ.
მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მუხლი რუსეთის არმიაზე „ფეიკების“ შესახებ, უწყებამ სისხლის სამართლის 273 შესაბამისი საქმე აღძრა. სისხლის სამართლის კიდევ 81 საქმე აღიძრა რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების დისკრედიტაციის მუხლით.
სასამართლოები „ფეიკებად“ და დისკრედიტაციად მიიჩნევენ ფაქტობრივად ში რუსეთის ომის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ეწინააღმდეგება კრემლის ოფიციალურ პოზიციას. „არმიის შესახებ ფეიკების“ საქმეებში განაჩენების თითქმის ნახევარი გამოტანილია გამონათქვამებისთვის უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობების თაობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება