“ორშაბათის ღამის სიზმარი” – პიანისტი და კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი 24 იანვარს მსმენელის წინაშე მრავალწლიანი შემოქმედებით და ახალი კომპოზიციებით წარსდგება

სცენაზე პირველად 5 წლის ასაკში ავიდა და უკვე ნახევარი საუკუნეა მსოფლიო მუსიკალურ სამყაროს თავისი განუმეორებელი შემოქმედებით აოცებს. პიანისტი, კომპოზიტორი და პროდიუსერი ზაზა მარჯანიშვილი საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება, რომლის განმავლობაშიც მსმენელს ახალ კომპოზიციებს შესთავაზებს.
ყველა ემოცია, რაც 50-წლიანი შემოქმედების განმავლობაში შეაგროვა, ერთ მუსიკალურ საღამოში -“ორშაბათის ღამის სიზმარი” გაერთიანდება.
ზაზა მარჯანიშვილს რუსთაველის თეატრის სცენაზე პარტნიორობას ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, მომღერალი ნატო მეტონიძე და სხვა ქართველი ხელოვანები გაუწევენ.
მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი კომპოზიტორის საღამო 24 იანვარს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!