ორშაბათიდან მოსალოდნელია ზამთრისთვის დამახასიათებელი ცივი და ნალექიანი ამინდი – მეტეოროლოგი

ამინდის ფრონტზე დიდი ატმოსფერული მოძრაობის გამო სიურპრიზებია მოსალოდნელი – ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს:
იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში ამინდის ფრონტზე დიდი ატმოსფერული მოძრაობის გამო სიურპრიზებია მოსალოდნელი. ამ შემთხვევაში, შეიძლება გაიხსნას ერთგვარი “მაგისტრალი”, რომელიც ჩრდილოეთის ქვეყნებიდან სიცივეს და ნალექს მოიტანს.
ორშაბათიდან (22 იანვარი) საქართველოში მოსალოდნელია ზამთრისთვის დამახასიათებელი ცივი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთში ძირითადად იწვიმებს, აღმოსავლეთში კი მოთოვს, მომდევნო კვირაში ზოგადად დაბალი ტემპერატურაა ყველგან მოსალოდნელი, გადაბმულად ნალექი არ იქნება და ცალკეულ დღეებში გამოიდარებს, მაგრამ არ დათბება.
კონკრეტული დღეების პროგნოზს მომდევნო განახლებებში მოგაწვდით, მანამ კი უბრალოდ გაითვალისწინეთ, წინ გველოდება ცივი დღეები – წერს კობა ფარტენაძე.