„ორფოლოს“ საწვრთნელ ცენტრში ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დასრულდა

ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის „ორფოლოს“ საწვრთნელ ცენტრში, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-15 საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა. მე-15 ბატალიონმა, პოლიგონზე საცეცხლე პოზიციებიდან პირობითი მოწინააღმდეგის გასანეიტრალებლად საარტილერიო დანადგარები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.
ათდღიანი სწავლება საშტაბო და საველე კომპონენტს მოიცავდა. საარტილერიო სწავლების მიზანი, ბატალიონის პირადი შემადგენლობის უნარების დახვეწა იყო, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში. ეს კი,თავის მხრივ თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებას უწყობს ხელს. დამკვირვებელ – მაკონტროლებლის მიერ საველე სწავლება დადებითად შეფასდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა