ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 103-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირველი ასეულის რეზერვისტთა პირადმა შემადგენლობამ 8-დღიანი საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს პოლიგონზე გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეზერვისტების წვრთნები დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში განხორციელდა.
„რეზერვისტებმა ბრძოლაში ჩართვის, საბრძოლო რაიონების მხარდაჭერის, ოპერაციის რაიონის მეთვალყურეობისა და სხვა ამოცანები შეასრულეს. სწავლებაში ჩართული იყო ჯავშანტექნიკა და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება.
სიმულაციური სცენარით გათვალისწინებულ მხარდამჭერ და უსაფრთხოების ოპერაციებში რეზერვისტებისა და სამხედრო მოსამსახურეების კოორდინირებული მოქმედებები სწავლების ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – რეჟიმს მორალური რესურსი ამოწურული აქვს და ახლა ნაძარცვი ქონების გადანაწილება-შენარჩუნებაზეა გადასული, ამ გადანაწილების პროცესში კი რამდენიმე კლანი ერთმანეთს დაერია

ლელა ჯეჯელავა – მგონი, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი დარჩა წინააღმდეგობის პლატფორმაზე და როგორ უნდა აღადგინოს წინააღმდეგობა? ქარტიამდე მისვლაა საჭირო და როგორ მივდივართ? – ან დადებს კონკრეტულ გეგმას, ან სტრატეგიული გაუგებრობა საპროტესტო განწყობას აზიანებს