33 წლის გოი ჩარლზი ნასამართლევია მეორე ხარისხის მკვლელობაში. მისი განაჩენის გამოცხადება 29 ნოემბერს არის დანიშნული. გოი ჩარლზს ბრალად ედება 6 თვის ორსული შეყვარებულის დახრჩობა და სხეულის გზის პირას დატოვება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა 23 ოქტომბერს მოხდა. კაცმა გოგონა სპორტული შარვლით გაგუდა, შემდეგ კი გაიქცა.
29 წლის ვანესა პიერის მკვლელობა დაფიქსირდა სათვალთვალო კამერებზე. დილის 2:50-ის სიბნელეში, კამერებში ჩანს ჩარლზი, რომელიც გზის პირას ვანესას მანქანით გადაადგილდებოდა. მანქანაში უკანა სავარძელზე იჯდა თავად ქალიც. ორმოცი წუთის შემდეგ ჩარლზი გადმოვიდა მძღოლის ადგილიდან და პიერთან ერთად უკანა სავარძელზე დაჯდა. პიერის მოძრავი სხეული მოგვიანებით ჩანდა სათვალთვალო კადრებში, რომლებმაც მისი ბოლო მომენტები აღბეჭდეს.
დახრჩობის შემდეგ, ჩარლზმა მისი სხეული ტროტუარზე გადააგდო, შემდეგ კი გზა თავისი მანქანით განაგრძო.
საათ-ნახევრის შემდეგ, ორსული ქალი გზაზე ავტობუსის მძღოლმა შეამჩნია. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ის გარდაცვლილი იყო.
ჩარლზს, მეორე ხარისხის მკვლელობისთვის, 25 წლით პატიმრობა ელის.
რატომ ქორწინდებიან კაცები ქალებზე, რომლებიც არ უყვართ – ფსიქოლოგის განმარტება
„შენი ტელეფონიდან გქონდა ნალაპარაკევი ფრანგ ქალთან, კარგი ბოტასები მაქვსო…“ – კაბუ საფრანგეთში დაკავების ისტორიას იხსენებს
„რომანტიკული, სიყვარულით სავსე კავშირია…“ – ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეეფერებიან ერთმანეთს