ორსკის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მალე ძველი ქალაქის მთელი საცხოვრებელი სექტორი კაშხლის წყლით დაიტბორება.
,,უახლოეს მომავალში ძველი ქალაქის მთელი საცხოვრებელი სექტორი დაიტბორება. მოსახლეობამ სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს ევაკუაციისთვის”, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში ტელეგრამის არხზე.
ორსკის წარმოების განყოფილების სპეციალისტებმა დატბორილ ტერიტორიაზე ელექტრო ქსელი გათიშეს. ელექტროენერგიის მიწოდება იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არ დატბორილია, ამ დროისთვის ნორმალური სქემით მიმდინარეობს.
რუსული მედიის ცნობით, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში 5 აპრილს ღამით კაშხალი გასკდა.
ოპერატიული სამსახურის ცნობით, წყალდიდობის ზონაში ათი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.