ორპარტიული ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მთავრობის „შათდაუნი“ თავიდან იყო აცილებული, ფაქტობრივად, ასევე ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვას – NBC News

ორპარტიული ინიციატივა, რომლის მიხედვითაც -ის მთავრობის „შათდაუნი“ თავიდან იყო აცილებული, ფაქტობრივად, ასევე ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვას – NBC News
ხარჯების შესახებ ორპარტიული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მთავრობის „შათდაუნი“ თავიდან იყო აცილებული, ფაქტობრივად, ასევე ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვას. ამის შესახებ NBC News-ი იტყობინება.
მიუხედავად იმისა, რომ 1012-გვერდიან დოკუმენტში არაა ნახსენები უშუალოდ საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვა, მასში ასახულია „რესპუბლიკელების“ მიერ შეტანილი შესწორება, რომელიც სამთავრობო შენობებზე ლგბტ დროშების აღმართვას კრძალავს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონის მიხედვით გამოყოფილი თანხები არ უნდა იყოს გამოყენებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაზე აშშ-ის ან სხვა სუვერენული ქვეყნების დროშების გარდა, სხვა ნებისმიერი დროშის აღმართვისა ან დემონსტრაციისთვის.
ლგბტ დროშების აღმართვა საელჩოებზე და სახელმწიფო შენობებზე პირველად ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაუშვეს. მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა ეს აკრძალა, 2021 წელს კი ჯო ბაიდენმა ისევ დაუშვა.
Next: „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ერთადერთ რამეში ვედავებოდით, რომ ხალხი ინფორმაციით უნდა შეგვეიარაღებინა და თვითონ საზოგადოება დაგვეხმარებოდა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად