ოროზმანის არქეოლოგიური კერა ნადგურდება – მეცნიერები 24 საათიან პროტესტს მიმართავენ

სოფელ ოროზმანში 24 საათიანი პროტესტი დაიწყო. მეცნიერები დღეს და ღამეს განადგურების პირას მყოფ არქეოლოგიურ კერაში ათენებენ. ადგილი, სადაც მილიონ რვაასი წლის წინანდელი ადამიანის კბილი იპოვეს, ახლა დიდ საფრთხეშია.
არქეოლოგიური ექსპედიციისს წევრები ვარაუდობენ, რომ კიდევ ერთ ზამთარს მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენის ადგილი ვერ გაუძლებს, რადგან უკვე, დაახლოებით, ორი წელია, ტერიტორიაზე გათხრების ჩატარების უფლებას აღარავის აძლევენ.
“გადავწყვიტეთ, რომ ამე გავათენოთ ამ ადგილას და ამ სახით გავუშვათ ჩვენი შეტყობინება ქართული საზოგადოებისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოროზმანში დაიწყოს არქელოგიური გათხრები, თუ არადა, ძეგლი სრულიად განადგურდება. ეს პროტესტის უკიდურესო ფორმა, რაცა შეიძლება ამ წუთას მივმართოთ. მე არ მაქვს უფლება, უბრალოდ, ვიჯდე სახლში და ველოდებოდე, როდის გადაწყვეტს მინისტრი, გასცეს ნებართვა, – ამბობს მეცნიერი.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დავის სააგენტოს ქართველ არქეოლოგებთან ერთად სპეციალური წერილით საერთაშორისო ექსპერტებმაც მიმართეს და აქრეოლოგიური გათხრების დაწყება მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. სააგენტო ამ დრომედ არ ამბობს, როდის გასცემს უკანონოდდ შეჩერებული სამუშაოების აღდგენის ნებართვას.
წყარო: ტვ პირველი

ასევე დაგაინტერესებთ