ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ორნელა მუტი მოსკოვში ჩასვას აპირებდა. იტალიელი კინოს ვარსკვლავი თეატრალური და მუსიკალური წარმოების „ბეთჰოვენი – გენიოსის გმირული ცხოვრება“ მთავარი როლით რუსი მაყურებლის წინაშე წარსდგა. როგორც ცნობილია, სპექტაკლის პრემიერა 27 ნოემბერს მოსკოვის ახალგაზრდობის სასახლეში შედგა.
68 წლის მსახიობი მოსკოვში პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გაემგზავრა.
ორნელა მუტის ბებია და ბაბუა სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდნენ. მსახიობმა მათ შესახებ ცოტა ხნის წინ ისაუბრა:
„რუსები იყვნენ: პეტერბურგში ცხოვრობდნენ. ბაბუაჩემი მეფის ექიმი იყო. ბებიაჩემი – პიანისტი. 1917 წელს მოუწიათ ესტონეთში წასვლა. დედაჩემი საბჭოთა ესტონეთში დაიბადა, თუმცა ოჯახი ესტონელი არ იყო. დედა თითქმის არალეგალურად ჩავიდა იტალიაში, როცა ოცდაათ წელს გადაცილებული იყო,“- ამბობდა ის.
მსახიობმა რამდენიმე ინტერვიუში მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, 68 წლის მუტის ჰკითხეს, ცნობილი რუსი მამაკაცებიდან, რომელი იქნებოდა მისი რჩეული.
შეთავაზებულ ვერსიებს შორის იყვნენ ფილიპ კირკოროვი, ნიკოლაი ბასკოვი, დმიტრი ნაგიევი და სხვები. ორნელამ საკუთარი ავტოგრაფი ფილიპ კირკოროვის პოსტერზე დატოვა და თქვა, რომ ამ ვერსიებს შორის, ყველაზე მეტად, კირკოროვი ხიბლავს.
ორნელა მუტი, ნამდვილი სახელით ფრანჩესკა რომანა რიველი 1955 წელს რომში, იტალიაში დაბადა.
მამამისი ნეაპოლიტანელია, ხოლო დედა წარმოშობით ესტონეთიდანაა. ფილმებში თამაშობს 15 წლის ასაკიდან. ძირითადად იტალიურ ფილმებში, თუმცა 1980 წელს ითამაშა ბრიტანულ ფანტასტიკურ ფილმში „ფლეშ გორდონი“. 1984 წელს გამოჩნდა გერმანელი კინორეჯისორის ფოლკერ შლენდორფის ფილმში „სვანის სიყვარული“ ალენ დელონთან ერთად. მუტი მუშაობდა იტალიელ რეჯისორებთან, – მარკო ფერერთან და დინო რიზთან, ერთად. ფლობს უძრავ ქონებას იტალიაში, საფრანგეთსა და მონაკოში. 1994 წელს მუტი მონაკოს მცხოვრები გახდა. ორნელა მუტი — კანის კინოფესტივალის მუდმივი საპატიო სტუმარია.
დაქორწინებული იყო ორჯერ. 1998 წლიდან მსახიობი პლასტიკურ ქირურგ სტეფანო პიკოლოსთან ერთად ცხოვრებს. მუტის ჰყავს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. 2008 წელს ორნელა მუტიმ აამუშავა საკუთარი საიუველირო ხაზი, ბუტიკების გახსნით რომში, მილანში, პარიზში, რიგაში, მოსკოვში და ალმათიში.