ბოლო პერიოდში გერმანულ ენას მეტი და მეტი ადამიანი სწავლობს საქართველოში და პატარა „გამოძიება“ ჩავატარე მიზეზის დასადგენად.
თუ ახლა ფიქრობ, რა დროს გერმანულია, ამ ახალ წელსო, სწორედ ახალ წელსაა რამე ახლის გაგების, სწავლის დრო, რომ მომავალი წელი კარგად, სწორად, წარმატებულად დაგეგმო, რომ 2026 წლის ბოლოს თქვა, რომ შენი ცხოვრება შეიცვალა.
თან, არც ისე „შორსაა“ ახალ წელთან გერმანია. იცოდი, რომ სწორედ გერმანიას უმადლის მსოფლიო საახალწლო, ულამაზეს და მთავარ ტრადიციას – ნაძვის ხის მორთვას? შუშის სათამაშოების დამზადებაც და ხელოვნური ნაძვის ხეების არსებობაც გერმანიიდან იღებს სათავეს.
ყველაფერი კი საკმაოდ მარტივად დაიწყო – მარტინ ლუთერმა ერთ შობას წიფლის ხის ტოტებით თაიგულის მსგავსი შეკრა, მაგიდაზე დადგა და მორთო სანთლებით. ის იყო და ის, სულ მალე მთელს გერმანიაში, ყველა ოჯახში მაგიდაზე მსგავსი „თაიგული“ გაჩნდა. მალე წიფელი ჩაანაცვლა ნაძვმა და „თაიგული“ კი ნელ–ნელა ზომაში იზრდებოდა.
თუმცა, გერმანიაში მთავარი დღესასწაული ახალი წელი არა, – შობაა, აუცილებლად ქათქათა თეთრი უნდა ყოფილიყო საახალწლო სუფრა, აფორმებდნენ ნაძვის ხის ტოტებით. მარცეპანის კანფეტები ყოველთვის იყო ამ სუფრაზე. მთავარი კერძი ღორის ხორცი იყო, თუმცა, თანამედროვე გერმანიაში მას უკვე უმეტესად ინდაური ანაცვლებს. ხო, ის პატარა, ლამაზი, ფიფქის, თუ თოვლის ბაბუას ფორმის ფხვიერი ნამცხვრებიც გერმანულია, დარიჩინის, ვანილის და ილის სურნელით. მთავარი საშობაო დესერტი კი შტოლენია – წაგრძელებული ფორმის არომატული ნამცხვარი, ჩირეულით, ნუშით, რომით, სანელებლებით.
იყო ერთი უცნაური ტრადიცია გერმანიაში, მას ერქვა „ტყვიის ჩამოსხმა“ და იყენებდნენ მომავლის განმსაზღვრელ რიტუალად. სხვათა შორის, არამხოლოდ გერმანელები, ეს ტრადიცია ასევე გავრცელებული იყო ავსტრიაშიც. ტყვიას ადნობდნენ სპეციალურ კოვზზე და გამდნარ ტყვიას ასხამდნენ ცივ წყალში. იმის მიხედვით, რის ფორმას მიიღებდა ტყვია – გეუბნებოდნენ, რას უნდა ელოდო მომავალ წელს – მაგალითად, თუ ტყვია მრგვალ ფორმას მიიღებდა, ესე იგი მომავალი წელი იქნებოდა ბედნიერი, ხვავრიელი, წარმატებული, თუ ღუზის ფორმას მიიღებდა, ესე იგი, მომავალი წელი ფათერაკებით იქნებოდა აღსავსე.
და ხო, არ უნდა დამავიწყდეს მისი უდიდებულესობა გლინტვეინი, ცხელი ღვინო, სხვადასხვა ხილით, მხოლოდ ვაშლის და ფორთოხლის ნაჭრებით არა, როგორც უმეტესად გვასაღებენ ხოლმე გლინტვეინს, სხვადასხვა ხილით, სხვადასხვა არომატებით, ათასნაირი გემოებით.
ასე რომ, კი, ახალ წელთან გერმანიას და გერმანულს საკმაო კავშირი აქვს, თუმცა, ამ ბლოგის თემა ეგ სულაც არაა და დავუბრუნდები საწყისს, მაინც რა მიზეზით გაიზარდა ამ ენით დაინტერესება საქართველოში და როგორც აღმოჩნდა, არამხოლოდ საქართველოში?
პირველ რიგში ყოველთვის ახლობლებით ვიწყებ ხოლმე „გამოკითხვას“, ჩემი მეგობარი ცოლ–ქმარი 50 გადაცდნენ და ახლა დაიწყეს გერმანულის სწავლა. კაცი ყოფილი სამხედრო ექიმია და არაერთ მისიაშია ნამყოფი. ახლა პენსიაზე მყოფს არც უსაქმურად ჯდომა სურს და არც პენსიის იმედად ცხოვრება. გერმანიაში შესთავაზეს სამსახური პროფესიით, – ექიმად. გამომდინარე იქედან, რომ პროფესიით მოუწევს მუშაობა, ენა უნდა იცოდეს, თარჯიმნით ხომ ვერ ივლის სამსახურში ყოველ დღე. ამიტომ, დაჩქარებული წესით სწავლობს. არც მის ცოლს სურს იქ სახლში ჯდომა და რაკი თავადაც სურს პროფესიით იშოვნოს სამსახური, ისიც ქმართან ერთად სწავლობს. აღმოჩნდა, რომ არაერთი ქართველი ექიმია გერმანიაში დასაქმებული და საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით.
ჩემი მეგობრის მამა ინჟინერია, ძალიან უყვარს თავისი პროფესია, 50 წელს გადაცილებული იყო უკვე, რომ დაიწყო ენის სწავლა და დღეს, გერმანიის ერთ–ერთ დიდ ქარხანაში მუშაობს პროფესიით, ინჟინერად.
ახალგაზრდებს რაც შეეხება, აღმოჩნდა, რომ ნაწილი გერმანული საზაფხულო სტუდენტური დასაქმების პროგრამითაა მოხიბლული და ნაწილი კი იმით, რომ გერმანიაში, 2014 წლიდან, ყველა საერთაშორისო სტუდენტი უფასოდ სწავლობს სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სრულად არიან გათავისუფლებულნი გადასახადებისგან და მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯების გადახდა უწევთ, რაც სემეტრში საშუალოდ 250 ევროს არ სცდება.
გარდა ამისა, ბოლო წლებში გერმანია აღიარებულია როგორც ქვეყანა, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე წარმატებულია განათლების კუთხით.
კიდევ ერთი ბონუსი ისაა, რომ სტუდენტებს შეუძლიათ სწავლის პარალელურად იმუშაონ, ნახევარ განაკვეთზე, საზაფხულო და ზამთრის არდადეგებზე სრული განაკვეთით, ჩაერთონ სხვადასხვა პროგრამებში, გაიარონ სტაჟირება.
გამომდინარე იქედან, რომ ზოგი 3 თვით მიდის, ზოგი კი სასწავლებლად, ან სამუშაოდ, ენის შემსწავლელ პირებს სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ, ზოგს უნდა ისე ისწავლოს, რომ „გაქცეული გერმანელი მოაბრუნოს“, ოღონდ, რა უნდა ქნა ეგეთი გერმანიაში, რომ გერმანელი გააქციო, კი ვერ გეტყვი, ზოგს სურს – პროფესიული ტერმინები ისწავლოს და მცირედი სასაუბრო, ზოგს კი სრულფასოვნად სურს შესწავლა, სრულფასოვანი წერითი უნარებით.
გერმანული თუ საერთოდ არ ვიცი, განა რამდენი ხანი უნდა ვსწავლობდე, რომ სრულფასოვნად ვისწავლო? – გაიფიქრებ, ალბათ. რომ დავიბადე არცერთი ენა ვიცოდი, არც კითხვა, არც წერა, არც სიარული, არც თვლა და ასევე იყო ჩემი ძმა. მე 9 თვეში ვისწავლე სიარული, იმან 11 თვეში. ენის სწავლა კიდევ უფრო მეტად ინდივიდუალური იქნებოდა, რომ არა პროგრამები, რომლებიც სპეციალურად შედგენილია იმისთვის, რომ სწრადად, მარტივად ისწავლო იმ დონემდე, რა დონემდეც გჭირდება.
ორი ცუდი ამბავი მაქვს და ორი კარგი, მონაცვლეობით მოგიყვები:
როცა მოთხოვნა იზრდება, წესით, იზრდება მიწოდებაც. ამიტომაა ზამთარში ყველაზე ხშირად გამათბობლის რეკლამა რომ გხვდება და ზაფხულში გამაგრილებლის. სამწუხაროდ, გერმანული ენის შესწავლისის მსურველებისთვის ასე არ მოხდა, მოთხოვნა გაზრდილია და მიწოდება შემცირელი. ეს იქნებ იმის ნიშანია, რომ ნაწილმა, ვინც გერმანული კარგად იცოდა, დატოვა ქვეყანა? – არ ვიცი, ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ფაქტია, არათუ კარგი სპეციალისტის პოვნა ჭირს, გერმანულის სწავლისთვის, არამედ, საერთოდ, ზოგადადაც ჭირს, ნებისმიერი სპეციალისტის პოვნა.
კარგი ამბავი ისაა, რომ კარგ სპეციალისტთა სრული უმრავლესობა ერთ ადგილასაა თავმოყრილი, ალბათ, იმიტომ რომ ყველაზე მეტი „ცოცხალი“ რეკომენდაცია სწორედ ამ საიტზე განთავსებულ, გერმანული ენის შემსწავლელ პირთა კატალოგს აქვს? სადაც კარგი რეკომენდაციებია, ის ადგილი, ცხადია, პრესტიჟულიცაა, ყველა კარგი პედაგოგი ცდილობს, სწორედ, პრესტიჟულ კატალოგში იყოს მისი საკონტაქტო მონაცემი.
მეორე ცუდი ამბავი ისაა, რომ პროფესიონალ პედაგოგთა უმრავლესობას ადგილები ძალიან შეზღუდული აქვს, გამომდინარე გაზრდილი მოთხოვნიდან.
მეორე კარგი ამბავი კი ისაა, რომ თუ გერმანული ენის სწავლა გსურს, ამ გვერდზე, ამ კატალოგში ნამდვილად გაქვს შანსი პედაგოგის პოვნის, რადგან არაერთი საკონტაქტო მონაცემია უკვე განთავსებული და თან მარტივად ეძებ, მხოლოდ ტელეფონი და ინტერნეტი გჭირდება ამისთვის და ცხრას თუ შევსებული ექნება საათები, მეათესთან მაინც გაგიმართლებს.




