სერია B-ს მეცამეტე ტურში, სტუმრად “მანტოვასთან” 0:1 წაგებულ მატჩში, “კრემონეზეს” მცველი ლუკა ლოჩოშვილი გააძევეს.
ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, 90-ე წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, 90+3-ზე მეორე და მოედნის დატოვება მოუწია.
კრემონული გუნდი 18 ქულით ამ მომენტისთვის მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 24 ნოემბერს სახლში “ფროზინონესთან” ჩაატარებს.
მანტოვა – კრემონეზე 1:0
გოლი: ბურაი (59)
გაძევება: ლოჩოშვილი (90+3, კრემონეზე)