ორი ქორწინება, მოულოდნელი ტრაგედია და განვლილი გზა – ნინო სუხიშვილის პორტრეტი – Marao

ნინო სუხიშვილის სახელსა და გვარს ბევრი განმარტება არ სჭირდება – ის ცნობილი და წარმატებული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია. ნინო ძმასთან, ილიკოსთან ერთად “სუხიშვილების” ხელმძღვანელია.
ნინო სუხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1986 წლიდან მუშაობს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასში კოსტიუმების მხატვრად; 1986-2000 წლებში იყო ამავე დასის მსახიობ-მოცეკვავე; მუშაობდა ნაციონალური ბალეტის აღმასრულებელ მენეჯერად, ხოლო 2007 წლიდან არის ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი; 2013 წელს მისი თანაავტორობით განხორციელდა პროექტი “რამიშვილები”; მისი თანაავტორობითაა შექმნილი მოდერნბალეტ “რამიშვილებისა” და ოცამდე სხვა საცეკვაო კოსტიუმი. სხვადასხვა დროს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო საქართველოს, საფრანგეთისა და -ის გალერეებში, ისინი არაერთ კერძო კოლექციაში ინახება. მისი რედაქტორობით გამოცემულია წიგნები: “ქართული ნაციონალური ბალეტი”, “სოლიკო ვირსალაძე”, “ილიკო სუხიშვილის მოგონებები”.
ნინო სუხიშვილის საქმიანობის შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის, თუმცა ის იშვიათად საუბრობს პირადი ცხოვრების შესახებ, რომელიც ბედნიერებასთან ერთად, სევდითაც არის სავსე.
“გყავთ ან გყო­ლი­ათ ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რომ გე­ფიქ­რათ: ნეტა არ ყო­ფი­ლი­ყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ნეტა არ გა­მეც­ნოო?“
– კი არის, ჩემი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე. ეს იმ­დე­ნად დიდი ხნის წინ იყო და არც ისე დიდი პე­რი­ო­დით, რომ მე თვი­თონ და­ვი­წყე­ბუ­ლი მაქვს. ძა­ლი­ან ადრე იყო, “სხვა ცხოვ­რე­ბა­ში“ და ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, რომ თით­ქოს ეს სხვი­სი ცხოვ­რე­ბა იყო. თით­ქოს სხვა პლა­ნე­ტა­ზე მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი და ჩემს თავს არ ხდე­ბო­და. აღარც მინ­და გახ­სე­ნე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რმა არც იცის ეს ეტა­პი ჩემი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან – ასე უპასუხა კითხვას ნინო სუხიშვილმა ეკა ჩხეიძის გადაცემაში სტუმრობისას.
ნინო სუხიშვილის მეორე მეუღლე ბიზნესმენი ზურა ლეჟავა იყო, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად, 2023 წელს გარდაიცვალა. ის მძიმე ავარიაში მოყვა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ლეჟავა წყნეთიდან თბილისში ბრუნდებოდა. ბიზნესმენი ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდა და კლდეზე გადავარდა.
“მაქვს რამდენიმე გამოსასვლელი ბრენდული კაბა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი ცნობილი ბრენდი ნამდვილად არ მაცვია. სასცენოდ მაქვს ბევრი ქართველი დიზაინერის სამოსი. თუკი მკითხავენ, ვისი კაბა მაცვია, მიყვარს, როცა ქართველს ვასახელებ. გარდერობში არის ასევე „დრის ვან ნოტენის“, „ლანვინის“ კაბები. არ მაქვს „შანელი“, რადგან ძალიან ძვირია… „შანელი“ ბებიაჩემს უყვარდა, ასევე „ჰერმესი“ და „დიორი“. დღემდე მაცვია ბებიაჩემის საკონცერტო კაბები, მხოლოდ სცენაზე, რა თქმა უნდა.
ის, რაც ბებიისგან არ მაქვს, თავის მოვლის სიყვარულია. დაახლოებით საათნახევარს ატარებდა სარკის წინ, მე კი სახლიდან გასვლის წინ 10 წუთი მჭირდება მხოლოდ.
ესეც ბებიაჩემისგან მაქვს – ნატურალიზმია ჩემთვის მთავარი. რამდენი ნაოჭიც გაქვს, იმდენი პრობლემა გაწერია სახეზე. მივიჩნევ, რომ ნაოჭები ბუნებრივია. როდესღაც ჩამოგეკიდება კანი და ყოველთვის 20 წლის ვერ იქნები. ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. ხელოვნურად რაღაცის გამოსწორებას, დამატებას, გაკეთებას არ მივესალმები. ნაოჭებში პრობლემას ვერ ვხედავ. ბებიაჩემი ისეთი დაჭმუჭნილი სახით დადიოდა, მაგრამ ყველაზე ლამაზი იყო.
ასაკის მატებასთან ერთად შინაგანმა ხიბლმა უნდა წამოიწიოს წინ. ქალს უნდა ჰქონდეს შარმი და ხიბლი, რაც ტუჩის ზომითა და თვალის ჭრილით არ განისაზღვრება.
წლების მატების არ მეშინია. 55 წლის ვარ, ილიკოზე 8 წლის უფროსი ვარ. პირველად რომ მომმართეს, ქალბატონო ნინოო, მეხამუშა. არ მეშინია არც დაბერების, არც ასაკის. ერთადერთი, რისიც მეშინია, ავადმყოფობაა. მომემატოს ასაკი, მაგრამ მინდა, ჯანმრთელი ვიყო”, – ამბობდა ნინო სუხიშვილი ჟურნალ “ნარგისთან” ინტერვიუში 2020 წელს.
ნინო სუხიშვილი ახლა 59 წლისაა, მალე კი 60 წელი შეუსრულდება, თუმცა მისი ყოველი გამოჩენა ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. ქალებს შეუძლიათ გამოიყურებოდნენ ისე, როგორც სურთ, მთავარი კი განწყობა და მონდომებაა.