ორი ფეხბურთელი მარსელოს და ბენზემას მიუახლოვდა – “რეალის” 10 ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ისტორიაში

მადრიდის “რეალმა” ესპანეთის სუპერთასის ფინალში “ბარსელონა” 4:1 გაანადგურა და თავის მონაგარს მორიგი ჯილდო შემატა.
ამ გამარჯვებით “რეალის” ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელებს მარსელოსა და კარიმ ბენზემას, რომლებსაც 25-ჯერ ააქვთ ჩემპიონობა ნაზეიმები, 2 ფეხბურთელი ნაჩო ფერნანდესი და ლუკა მოდრიჩი მიუახლოვდა.
ორივე მათგანმა “ბლანკოსის” რიგებში 24-ე ტიტული მოიგო. გთავაზობთ, “რეალის” ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელების ათეულს:
1) კარიმ ბენზემა – 25 ტიტული
2) მარსელო – 25 ტიტული
3) ლუკა მოდრიჩი – 24 ტიტული
4) ნაჩო – 24 ტიტული
5) დანი კარვახალი – 23 ტიტული
6) პაკო
გენტო – 23 ტიტული
7) სერხიო რამოსი – 22 ტიტული
8) მანოლო სანჩისი – 22 ტიტული
9) ტონი კროოსი – 21 ტიტული
10) იკერ კასილასი – 19 ტიტული