„ორი ფაქტორია, რაც გავლენას ახდენს“ – რა ამყარებს ლარს? (bm.ge)

Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ორ ფაქტორს გამოყოფს, რითაც ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარება აიხსნება.
როგორც ეკონომისტმა “საქმიან დილაში” განაცხადა, კურსის გამყარებაზე ერთი მხრივ სავალუტო შემოდინებები, ხოლო მეორე მხრივ დეპოზიტების დოლარიდან ლარში კონვერტაცია მოქმედებს.
“როდესაც ვაკევირდებით გაცვლით კურსს ფაქტობრივად წელს პიკური იყო იანვარში, 2.9-სთან იყო ახლოს, თუმცა თებერვლიდან დაიწყო გამყარება და ეს გაგრძელდა მარტშიც, გაცვლითი კურსი 2.8-ის ქვემოთ ნარჩუნდება ამერიკული დოლარის მიმართ. აქ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორი ფაქტორია, რაც გავლენას ახდენს. ერთი ის, რომ სავალუტო შემოდინებები იგივე დონეზე რჩება, რაც მაგალითად გასული წლის ბოლო კვარტლებში იყო დაფიქსირებული და ეს სავალუტო შემოდინებები საკმაოდ მაღალია, თუ შევადარებთ რუსეთ-უკრაინის ომამადე მაჩვენებლებს, გინდ ტურიზმის შემოსავლები იყოს, გინდ ფულადი გზავნილები, ექსპორტსაც რომ შევხედოთ.
ამასთან ერთად, ვადევნებთ თვალყურს როგორ ხდრება კონვერტაცია ლარიდან დოლარში და პირიქით. თებერვალში შეიმჩნეოდა კონვერტაცია დოლარიდან ლარში, დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით, 53.1%-მდე. ესეც გარკვეულ როლს თამაშობს და იმის მიუხედავად, რომ თებერვალში ინტერვენციებიც არ იყო განხორციელებული, საერთაშორისო რეზერვები 202 მლნ დოლარით შემცირდა, ეს შემცირება უმეტესწილად მთავრობის მიერ ვალის გადახდით იყო გამპირობებული და მეორე ფაქტორი იყო ასევე კომერციული მიმართ სებ-ის დავალიანების შემცირება დაახლოებით 60 მილიონით და ეს შემცირება სწორედ დეპოზიტების დოლარიზაციის კლებამ განაპირობა. სწორედ ეს მეტყველებს, რომ კონვერტაციები ხდება. აქ აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი, როდესაც მაგალითად წინა წლის ნოემბერ-დეკემბერში პროტესტი საკმაოდ პიკური იყო არაა გამორიცხული, რომ ამ პერიოდში ბევრმა თავი შეიკავა როგორც სამომხმარებლო, ისე საინვესტიციო აქტივობისგან, მათი თავისუფალი სახსრები დეპოზიტებზე განთავსდა და თან მოხდა კონვერტაციებიც. ახლა კი, როდესაც დაინახეს რომ მაღალი ეკონომიკური აქტივობაა იანვარში, თებერვალში შენელებულია, თუმცა მაღალ დონეზე დარჩა, აქ ვფიქრობ, მათი განწყობები უკვე შეცვლილია. მარტშიც ველოდები, რომ დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირებული იქნება. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არაა გამორიცხული ეროვნულ ბანკს განეხორციელებინა ინტერვენციები ან იწყებს უკვე იმიტომ, რომ ლარის კურზე ვხედავთ გამყარების ტენდენციაა, საერთაშორისო რეზერვები ადეკვატურ დონეზე დაბალია და წელს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა რეზერვების შევსება იქნება”,- განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გამკაცრებისთვის – კაია კალასი და მარტა კოსი