,,ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა“ – გია ხუხაშვილი

ექსპერტი ,,ქართული ოცნების” შეკრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
,,ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბი” კარგად ჩანდა.
1. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია აღიარებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი.
განსხვავება იმაშია, რომ:
ბიძინას მიერ შემოთავაზებული სარეფერენდუმო კითხვაა – ომი გინდათ, თუ მშვიდობა?
პრეზიდენტი გვთავაზობს კითხვას – დასავლეთისკენ ვაგრძელებთ სვლას, თუ ვბრუნდებით ს იმპერიაში?
არჩევნების შედეგები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გაერკვევა ამომრჩეველი პირველი კითხვის სიყალბესა და აბსურდულობაში და შესაბამისად, რომელ კითხვაზე პასუხს ჩათვლის უფრო მნიშვნელოვნად?
2. ბიძინას გამოსვლის პათოსი იკითხება მარტივად და გასაგებად:
მან თქვა, რომ ერთ წელიწადში ამერიკაში და ევროპაში “რაღაც შეიცვლება”, რის შედეგადაც “დამყარდება მშვიდობა” რუსეთის პირობებზე, ანუ იმპერიას დაუთმობენ დომბასს, ყირიმს და ა.შ., საქართველოსაც “ხურდაში მიაყოლებენ” და ისიც მშვიდად მოაწერს ხელს “ტრაქტატი-2”-ს.
გახდება რეინკარნირებული ერეკლე მეორე და არა სერგო ორჯონიკიძე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია.
ამ მოცემულობის საფუძველზე უნდა აეგოს ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და ახალი თაობის საკომუნიკაციო სტრატეგია, რათა ეს ჭირი საბოლოოდ ჩავაბაროთ საბჭოურ წარსულს…”