„ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და მჯერა, სამართლიან განაჩენს გამოიტანთ“ — ინსაფ ალიევის დასკვნითი სიტყვა სასამართლოში

ნეტგაზეთი აქვეყნებს ინსაფ ალიევის საბოლოო სიტყვას სასამართლოში.
„დაკავების დღეს, 4 რიცხვში [4 დეკემბერი, 2024 წელი], არც კი ვიცოდი, რომ თურმე ჯგუფურად მაკავებდნენ. ვერ ვიგებდი, რადგან ქართული ენა არ ვიცი, აზერბაიჯანული ენა ამათაც არ ესმით. თავისუფლებაში ყოფნისას, არასდროს შევხვედრივარ ამ ხალხს. თავისუფლების მოედანზე მარტო მივედი. ჩემით მივედი და არა ვინმეს კარნახით. თუკი დანაშაული მაქვს ჩადენილი, ყოველთვის მზად ვარ, რომ ვაღიარო. თუმცა წინაზეც ვნახეთ, დავათვალიერეთ და დავინახეთ რა მტკიცებულებებია. ვითომ ზვიადი ლაპარაკობდა ტელევიზორში და ვითომ მე თარჯიმანს მივმართე, მოდი, მითარგმნე, რას ამბობს, რომ ასე ვიმოქმედო. მხოლოდ ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე მიყენებენ ასეთ ბრალდებას. ორი პატარა, მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და მჯერა, რომ სამართლიან განაჩენს გამოიტანთ.”

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე: არასამთავრობოების დაყადაღება ისეთი გამოკვეთილი ნაბიჯია საბჭოეთისკენ, აი, “უფასო” დიპლომი და ექიმი რომ ქრთამი ღირდა, საკვები რომ ტალონებზე იყო, მაგრამ პარტიული ბოსები ხიზილალას ჭამდნენ