„ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და მჯერა, სამართლიან განაჩენს გამოიტანთ“ — ინსაფ ალიევის ბოლო სიტყვა სასამართლოში

ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ ინსაფ ალიევის საბოლოო სიტყვას სასამართლოში.
„დაკავების დღეს, 4 რიცხვში [4 დეკემბერი, 2024 წელი], არც კი ვიცოდი, რომ თურმე ჯგუფურად მაკავებდნენ. ვერ ვიგებდი, რადგან ქართული ენა არ ვიცი, აზერბაიჯანული ენა ამათაც არ ესმით. თავისუფლებაში ყოფნისას, არასდროს შევხვედრივარ ამ ხალხს. თავისუფლების მოედანზე მარტო მივედი. ჩემით მივედი და არა ვინმეს კარნახით.
თუკი დანაშაული მაქვს ჩადენილი, ყოველთვის მზად ვარ, რომ ვაღიარო. თუმცა წინაზეც ვნახეთ, დავათვალიერეთ და დავინახეთ რა მტკიცებულებებია. ვითომ ზვიადი ლაპარაკობდა ტელევიზორში და ვითომ მე თარჯიმანს მივმართე, მოდი, მითარგმნე, რას ამბობს, რომ ასე ვიმოქმედო. მხოლოდ ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე მიყენებენ ასეთ ბრალდებას.
ორი პატარა, მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და მჯერა, რომ სამართლიან განაჩენს გამოიტანთ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?