ორი მოგების შემდეგ ფრე “ერდოღანზე” – არველაძის “ფატიჰმა” სატურნირო ცხრილში წინ წაიწია

თურქეთის სუპერლიგის 26-ე ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკი“ გასვლაზე „კასპიმპაშას“ დაუზავდა – 1:1.
არველაძის გუნდმა თანდათან თამაში გამოასწორა, ორი საშინაო გამარჯვების შემდეგ, სტუმრად შეხვედრა ფრედ დაასრულა, 28 ქულით მე-14 ადგილზეა და 25 თებერვალს „ალანიასპორს“ უმასპინძლებს.
კასიმპაშა – ფატიჰ კარაგუმრუკი 1:1
გოლები: 1:0 ნუნო და კოსტა (11), 1:1 ესერიკი (38)