ორი მილიონის პიროტექნიკა სულ პოლიციელების სახეზე და სხეულზე დაიცალა, მშვიდობიანი აქციაა, მაინც ამბობენ, ეს არის თავხედობა

რამდენიმე წლის წინ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ქართულ აქციებზე არასდროს არავის უსვრია, ახლა შეგვაჩვიეს ნელ-ნელა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, მშვიდობიან აქციას ეძახიან იმ აქციებს, სადაც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისვრიან, სადაც ფეიერვერკებს, ცეცხლს სახეში ესვრიან.
„ორი მილიონით მეტი იყო ნოემბერში გაყიდული. ეს პიროტექნიკა სულ პოლიციელების სახეზე და სხეულზე დაიცალა, ორი მილიონის. მშვიდობიანი აქციაა, მაინც ამბობენ, ეს არის თავხედობა რასაც ჰქვია და არ გაუტარებს ამ თავხედობას სახელმწიფო არავის. ისე კი არა, მათ სტილში, უბრალოდ კანონის ჩარჩოებში. კანონის ჩარჩოებში არ გაუტარებს სახელმწიფო და სახელმწიფო იდგება მყარად, ევროპულ გზაზე“, – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაღალი ხელფასი გინდათ, სურსათი და მედიკამენტი დაბალი ფასებით, ამას ინვესტიცია და ეკონომიკური განვითარება რომ სჭირდება ვერ უნდა მიხვდეთ? მაგრამ დაბალ ხელფასაც აიტანთ, ოღონდ ბიძინა მოშორდეს -არა და არასდროს, ინვესტიციაც შემოვა, მშვიდობაც იქნება და ქვეყანაც განვითარდება