“ორი თვის წინ გავამახვილე ყურადღება, რომ აშშ-ში პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას ახალისებენ” – მარია ზახაროვა

“ორი თვის წინ გავამახვილე ყურადღება, რომ -ში პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას ახალისებენ” –
რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­პი­კე­რი, მა­რია ზა­ხა­რო­ვა აშშ-ის ყო­ფილ პრე­ზი­დენტზე, დო­ნალდ ტრამპზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმას ეხ­მა­უ­რე­ბა და აცხა­დებს, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ისი­ნი ხელს უწყო­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბას.
“ზუს­ტად ორი თვის წინ გა­ვა­მახ­ვი­ლე ყუ­რა­დღე­ბა იმ ფაქ­ტზე, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ახა­ლი­სე­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბას და ასე­ვე მო­ვიყ­ვა­ნე პრე­ზი­დენ­ტე­ბი­სა და საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის მკვლე­ლო­ბე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბე­ბის მცდე­ლო­ბე­ბის ამე­რი­კუ­ლი ტრა­დი­ცი­ის მა­გა­ლი­თე­ბი“, – წერს ზა­ხა­რო­ვა „ტე­ლეგ­რამ“ არხზე.