ორი თავური… დინამოების დაპირისპირება ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. ს “დინამომ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
დინამო ბთ 1:1 დინამო თბ
მოქმედმა ჩემპიონებმა ბოლო 9 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგეს. “დინამო თბილისს” კი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო 5 შეხვედრაში არ გაუმარჯვია…
28-ე წუთზე ბათუმელები დაწინაურდნენ, ონორე გომისის ჩაწოდებულს მოჰყვა ანგოლელი მარიო ბალბურდიას თავური და 1:0. ეს ბალბურდიას პირველი გოლია საქართველოში.
ბათუმელები დიდხანს იგებდნენ, მაგრამ მე-80 წუთზე სოლომონ კვერკველიამ ასევე თავურით გაათანარა. საგოლე პასი კი საბა ხარებაშვილისა იყო. ეს კვერკველიას პირველი
გატანილი ბურთია ქართული კლუბის მაისურით…
ისე, როგორ ჰგავდა გოლები ერთმანეთს. ორივემ თავურით, ერთი და იგივე მანძილიდან, ერთი და იგივე კუთხეში. ორივემ მარჯვნიდან ჩაწოდების მერე. და ორივესთვის სადებიუტო გოლი.
ბათუმელები მეოთხე ადგილზე რჩებიან, “დინამო თბილისი” კი მეექვსეზეა. შეგახსენებთ, საქართველოს თასზე ამ გუნდების დაპირისპირება თბილისელებმა მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
erovnuliliga.ge