ორი ემოცია, რომელიც პრეზიდენტმა დაუტოვა პაპუაშვილს

პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტში ანგარიშს წარადგენს. მან სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პრეზიდენტი და თქვა, რომ ისიც “რადიკალიზაციის სამარცხვინო ფერხულში ჩაება”.
“ორი კვირის წინ ამ ტრიბუნიდან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მოვუსმინეთ, რომლის სიტყვებმაც კიდევ ერთხელ დაგვიტოვა გაწბილებისა და გულისდაწყვეტის ემოცია. ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული გამოსვლის ნაცვლად მოვისმინეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა, რომელმაც კიდევ უფრო დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტის სახელი და მნიშვნელობა.
პრეზიდენტის მოქმედება იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა, ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, პრინციპული, ეროვნული მნიშვნელობის საკითხია”

ასევე დაგაინტერესებთ