ორი გაძევება, გოგლიჩიძე შეცვლაზე და “ემპოლის” მარცხი “მილანთან”

სერია A-ს ოცდამესამე ტურში „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე „მილანთან“ 0:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე, რომლის „რომაში“ ტრანსფერი ჩაიშალა, ტრავმირებული მატია ვიტის ნაცვლად 28-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე – შეფასებები: sofascore 6.6, flashscore 6.5, whoscored 6.3.
„ემპოლი“ ჯერჯერობით 21 ქულით მეჩვიდმეტე ადგილზეა და 16 თებერვალს სტუმრად „უდინეზეს“ შეხვდება.
ემპოლი – მილანი 0:2
გოლები: 0:1 ლეაო (68), 0:2 ხიმენესი (76)
გაძევება: ტომორი (55, მილანი), მარიანუჩი (65, ემპოლი)
გოგლიჩიძე შეიძლება “გალათასარაიში” გადავიდეს