“ორი ახალგაზრდა მოდიოდა, ერთმანეთს უთხრეს: – მოდი, ამ კაცს ვკითხოთ, რას გვეტყვის…” – გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
წეღან, ეზოში მანქანა გავაჩერე. ორი ახალგაზრდა მოდიოდა, ერთმანეთს უთხრეს: – მოდი, ამ კაცს ვკითხოთ, რას გვეტყვის.. მე რაღაცაზე აშკარად გაღიზიანებული ვარ და ზედმეტი კომუნიკაციაც არ მინდა. ამ დროს: – “ამ კაცს ვკითხოთ…” და ერთმა მომმართა: – უკაცრავად, სიყვარულზე დიდი რამე არსებობს? – კი, არსებობს, – სხარტად ვუპასუხე, თითქოს ვიცოდი რას მკითხავდნენ. – რა? – ღირსება და სინდისი. – ეგ როგორ? აბა, რომ ამბობენ სიყვარული ღმერთიაო? – სიყვარული ღირსების გარეშე კერპთაყვანისმცემლობაა, სინდისის გარეშე კი უღმერთობა… – ვაჰ, ვისაც აქამდე ვკითხეთ, ყველამ გვითხრა, არა – სიყვარულზე დიდი არაფერი არსებობსო. – ყველას თავისი აზრი აქვს. ნახვამდის, – გავუღიმე და გავეცალე. ახლა ვფიქრობდი, ვინ მრჯიდა, რა თავსატეხი გავუჩინე ამ ბავშვებს? თუმცა, ხვალ ან გაახსენდებათ, ან არა… მე, მართლა ასე ვფიქრობ. ერთხელ ახლობელს ვუთხარი: სიყვარულს ნუ შეალახვინებ ღირსებას და სინდისიც გააღვიძე… ვერც მან გაიგო… მართლა რატომ ვუთხარი ასე რთულად ამ ბავშვებს? ვწუხვარ, თუმცა ის ვუთხარი, რაც სწორად მიმაჩნია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა