ორი არდანიშნული პენალტი – “იბერია 1999” სახლში “მალმიოსთან” 1:3 დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“ საკუთარ მოედანზე „მალმიოსთან“ 1:3 დამარცხდა.
სტუმრები დებიუტში ბუზანელომ დააწინაურა, რის შემდეგაც სწრაფი კონტრიერიშისას ი. ტაბატაძე საჯარიმოში მეკარე ელბორგმა წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. „იბერიას“ დაცვა შეცდომებს უშვებდა, რამდენიმეჯერ მეკარე მაკარიძემ არ დაანება მეტოქის თავდამსხმელებს გატანა, ერთხელ კი მისი კარი ძელმა იხსნა. შეტევაში ჩვენი გუნდიდან ზოური მარცხენა ფლანგიდან ამწვავებდა თამაშს, თუმცა მის აქტიურობას შედეგი არ მოჰყვა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
გუნდებს შორის კლასში სხვაობა თვალსაჩინო იყო, შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, მაკარიძის კარი გუდიონსენმა და ალიმ დალაშქრეს. მერე საჯარიმოში რუშევიჩის წაქცევისთვის მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. მაინც მოახერხა რუშევიჩმა თავურით ანგარიშის შემცირება და საბოლოოდ – 1:3.
საპასუხო შეხვედრა 15 ივლისს შვედეთში ჩატარდება.
იბერია 1999 – მალმიო 1:3
გოლები: 0:1 ბუზანელო (8),0:2 გუდიონსენი (58), 0:3 ალი (71), 1:3 რუშევიჩი (86)
საბურთალო: მაკარიძე, გ. ტაბატაძე (ნ. ხორხელი 86), ჯგერენაია, გელაშვილი, აგიაკვა, ზოური (სილაგაძე 59), მორეო (დადიანი 59), ქარდავა, ი. ტაბატაძე (ძაგანია 77), გ. მამაგეიშვილი, სიხარულიძე (რუშევიჩი 59)
· თავადი სიმართლე უნდა ვთქვა,როცა გაფუჭებულ საჭმელს ვჭამ,როცა რამოდენიმე სასმელს ავურევ, მივირთმევ და მესამე ამათ ყურებისას გულის რევები მემართება. გიბრალტარიც გვჯობია,ლუქსემბურგიც,სომხეთიც, აზერბაიჯანიც, ყაზახეთიც, გიბრალტარი რომ გაჯობებს, საერთოდ ფეხბურთზე რა პრეტენზიები უნდა გქონდეს?
· Levani Aseti ususurebi rogor xart? Dachmorebuli mshishrebi, tu waagebt waaget mainc kacurad ram shegashinat.
· llcl ამ ლეგიონერებში ფულის ყრას რა აზრი აქვს, ქართველს მაინც მიეცათ და ფულიც საქართველოში დარჩება, თუ მაინც და მაინც ის ფერადკანიანი მარჯვენა მცველი დამკვივებლად მოიწვიოს არჩევნებზე
“განავალი უნდა შეჭამო და მოინელო” – “ინტერის” მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
მხითარიანი: ეს იარაა – პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება
“გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ “ინტერს” დიდი ანგარიშით” – რობერტო დე ძერბი
“იბერია 1999”-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
“დილამ” სტუმრად “ტორპედოს” მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. V ტური. “სამგურალი” – “იბერია 1999” [LIVE]
დაბრუნებაც, დებიუტიც… “იბერია 1999”-მა და “დინამო ბათუმმა” მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. IV ტური. “იბერია 1999” – “დინამო” (ბთ) [LIVE]
“იბერია 1999”-მა და “დილამ” მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა