ორი ადამიანი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინის სუმის ოლქზე

26 თებერვალს ორი ადამიანი დაიღუპა ს საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინის ჩრდილოაღმოსავლეთის სუმის ოლქზე, იმ ფონზე, როცა რუსეთი აწარმოებს დრონებით და რაკეტებით შეტევების ახალ ტალღას – იუწყებიან რეგიონის და არმიის ოფიციალური წარმომადგენლები.
“განადგურდა კერძო საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა კიდევ ხუთი ნაგებობა” – წერენ სუმის ოლქის მესვეურები ტელეგრამით და დასძენენ, რომ შეტევის შედეგად წყვილი დაიღუპა.
26 თებერვალს, დილით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის მიერ ნასროლი 14 დრონიდან ცხრა დრონი – იუწყება უკრაინის არმია და დასძენს, რომ ასევე განადგურებულია რუსეთის საკრუიზო რაკეტა.

ასევე დაგაინტერესებთ