ორი ადამიანი დაიღუპა კიევის ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად

ორი ადამიანი დაიღუპა 3 აპრილს ს დესნიანსკის რაიონში მდებარე ბაზარში ყუმბარის აფეთქების შედეგად. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ შენობაში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა, 59 და 60 წლის ორი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.
კიევის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციამ ადრე განაცხადა, რომ აფეთქება ბაზარ “იუნოსტში” მდებარე ერთ-ერთ ჯიხურში მოხდა.

მომხდარ ფაქტზე, დესნიანსკის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლებმა ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მუხლებით: “განზრახ მკვლელობა” და “იარაღის, საბრძოლო მასალის ან ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო მართვა.” პოლიცია სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს.
ქალაქ კიევის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საეჭვო ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ, არ შეეხონ მათ და მაშველებს დაუკავშირდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა აქუბარდია – ხან ამბობენ, რომ პარტიებს აკრძალავენ, ხან ამბობენ, რომ გადაიფიქრეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზები დაბნეულია და აღარ იციან, რა გზას დაადგნენ

ლევან სანიკიძე – როდესაც ისედაც ზერეპრესიულ რეჟიმში ვართ, იურიდიულ რეგისტრაციას გაგვიუქმებენ თუ არა, მეორე ხარისხოვანია, მაგრამ საჯაროდ და საერთაშორისო განაცხადისთვის „ქართული ოცნებისთვის“ ეს კატასტროფა იქნება