ორი ადამიანი დაიღუპა კიევზე დრონებით შეტევის შედეგად

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იტყობინება, რომ ორი ადამიანი დაიღუპა უკრაინის დედაქალაქზე რუსული დრონებით იერიშის შედეგად, მისი სიტყვებით მსხვერპლი გამოიწვია ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენამ.
კლიჩკოს თანახმად, დაშავებულია რვა ადამიანი, რომელთაგან ოთხი – ერთ ქალი და სამი ბავშვი ჰოსპიტალიზებულია.
ზაპოროჟიეს სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი იტყობინება ქალაქზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანის შესახებ.
თავის მხრივ, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ჩამოგდებული უკრაინული დრონების შესახებ იუწყება. სამშაბათს საღამოდან მოყოლებული ოთხშაბათ დილის მდგომარეობით, სობიანინი 17 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
როსავიაციამ ჯერ გაავრცელა ცნობა ვნუკოვოსა და შერემეტევოს აეროპორტების გახსნის და რამდენიმე წუთში კი კაზანისა და შერემეტევოს აეროპორტების დახურვის შესახებ.
დრონებით თავდასხმის შესახებ ცნობებს ავრცელებენ რუსეთის ტულისა და სარანსკის ოლქების ხელმძღვანელები . დაშავებულების შესახებ ცნოებბი ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა