ორი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით თბილისში 44 წლის კაცი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, 44 წლის კაცმა ორი ადამიანი მოკლა. ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი დაკავებულის მეზობელია, მეორე კი ამ მეზობლის მეგობარი. ორივე მათგან შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
უწყების ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ლ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ