ორივე საღსალამათია, მხიარულად ესაუბრნენ ტელეფონით – დაკარგული ახალგაზრდების ახლობელი

სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდა ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს – მამაკაცები ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გავიდნენ და ესაუბრნენ.
ახალგაზრდების ახლობელი რუსთავი ორთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ “ორივე იპოვეს, ორივე კარგად არის, ორივე საღსალამათია… ძალიან მხიარულად და ძალიან კარგად ესაუბრნენ ტელეფონით”.
სვანეთის ტყეში დაკარგულ 2 ახალგაზრდას მაშველები და ადგილობრივები ეძებდნენ. დილიდან სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.
როგორც დაკარგული ახალგაზრდების ახლობელი, დათო ფარჯიანი სოციალურ ქსელში წერდა, ბიჭები 5 დღის წინ ზემო სვანეთიდან ლენტეხის მიმართულებით წავიდნენ და ტყეში დაიკარგნენ. მისი თქმით, ორი დღის წინ მოახერხეს დაკავშირება და და მესიჯის გამოგზავნა.