„მოთხოვნა ძალიან მაღალია, ვინაიდან ორივე გუდაური ინნ და ბაკურიანი ინნ- იც ზამთრის კურორტებია, დატვირთულობას რაც შეეხება სანომრე ფონდიდან გეტყვით 153 ნომერი გვაქვს ბაკურიანში, 92 გუდაურში და ბოლო დარჩენილ ნაწილს ვყიდით ამ ეტაპისთვის“ – ამის შესახებ „კომერსანტის“ ინნ ჰოსფითალითის კომერციულმა დირექტორმა ნინა გაჩეჩილაძემ უთხრა. მისი თქმით ორივე სასტუმროში არის საახალწლო შოუ პროგრამა, რამაც მომხმარებლებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
„გუდაურში გვეყოლება ია ტომაში და გიგი ადამაშვილი, ბაკურიანში გვეყოლება შავნაბადა ცირა კობიაშვილი და დიჯეი. ორივე ობიექტზე 70%-მდე უცხოელი ტურისტები გვყავს, როგორც ევროპელი, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან, დანარჩენი ქართველი დამსვენებლები არიან.
მეზობელ ქვეყნებს გავუსვამდი ხაზს. ისრაელის კონტიგენტი წინა წლებთან შედარებით ძალიან დაგვეტყო, ეს ბაზარი ამ მონაცემებით დაკარგული გვაქვს, მხედველობაში მაქვს ახალი წლის დღეები, თუმცა ვფიქრობთ, რომ იანვრის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია კარგი მაჩვენებელი იყოს და აღდგეს ეს მაჩვენებელი.
რაც ეხება ფასებს, წელს წინა წელთან შედარებით ფასების გაზრდა მოგვიწია და რეალურად ეს თვითღირებულების გაძვირებით და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით არის გამოწვეული და ზრდამ 10-15%-იანი ზრდა შეადგინა. ეს არ ემსახურება ობიექტზე მოგების ზრდას, არამედ გამოწვეულია პროდუქტის თვთღირებულებიდან“ – აღნიშნა ნინა გაჩეჩილაძემ.