ორივე კატალონიური გუნდი თასიდან გამოვარდა

ესპანეთის თასის მეოთხედფინალში „ბარსელონა“ სტუმრად „ბილბაოსთან“ 2:4 დამარცხდა.
მასპინძლები 36-ე წამზე გურუსეტამ დააწინაურა, რის შემდეგაც აგირესაბალას კარი ლევანდოვსკიმ და იამალმა დალაშქრეს და კატალონიურმა გუნდმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგო. შესვენების შემდეგ სანსეტმა ანგარიში გაათანაბრა, შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, დამატებით დროში კი პენიას ი. ვილიამსმა და ნ. ვილიამსმა გაუტანეს და ბასკები ნახევარფინალში გავიდნენ.
ლევანდოვსკიმ ბოლო 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა – მის ანგარიშზე „ბარსაში“ 74 შეხვედრაში 45 გოლია.
ბილბაო – ბარსელონა 4:2 (ძირ. დრო 2:2)
„ჟირონა“ მოულოდნელად გასვლაზე 2:3 დამარცხა „მალიორკასთან“, რომელიც 67-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა – ამით შეწყდა ყველა ტურნირზე „ჟირონას“ 17-მატჩიანი წაუგებელი სერია (14 მოგება, 3 ფრე).
ადრე ნახევარფინალის საგზური “სოსიედადმა” მოიპოვა. დღეს „ატლეტიკო“ „სევილიას“ უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში