ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი – რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ “ჯენოასთან” მატჩში?

სერია A-ს 24-ე ტურში “ნაპოლიმ” “ჯენოას” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
“პარტენოპეის” რიგებში მ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
Flashscore-მა “კვარას” გარჯა 7.8 ქულით შეაფასა, Sofascore-მა ქართველს 8.1 ქულა დაუწერა, ხოლო Whoscored-მა 8.3. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” მორიგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე, “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21 თებერვალს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.