ორთაჭალაში ტრაქტორი დაგორდა და სამ მანქანას დაეჯახა, ორი ადამიანი დაშავდა

ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად ფეისბუკზე გაავრცელა გვერდმა „ჩემი ქალაქი მკლავს“, რადიო თავისუფლებს -ში დაუდასტურეს.
შსს-ს ცნობითვე, მომხდარის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. მსხვერპლი არ არის.
„ჩემი ქალაქი მკლავს“ წერს, რომ ტრაქტორი, სამი ავტომობილის გარდა, დაეჯახა ერთ ადამიანს.
შსს-ში ამას ჯერ ვერ აზუსტებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ მომხდარის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული.
გამოძიება დაიწყო – სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ გულისხმობს.
ჯერ უცნობია, დააკავეს თუ არა ტრაქტორის მძღოლი.
ინციდენტი იმ ადგილას მოხდა, სადაც 2023 წლის 21 ნოემბერს სატვირთო ავტომობილის დაგორებას საფეხმავლო გადასასვლელთან მდგარი 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
ბეჟან კალანდაძის ციცაბო აღმართი მანქანებით ხშირად არის გადატვირთული. ასახვევში დამონტაჟებულია შუქნიშანი.
როგორც რადიო თავისუფლება მაშინ წერდა, ქუჩაზე მსუბუქ ავტომობილებთან ერთად ხშირად გადაადგილდებიან მიმდებარე მშენებლობებზე მიმავალი და მშენებლობებიდან მომავალი სატვირთო მანქანები, მათ შორის, ე.წ. ბეტონის შემრევი მანქანები, ასევე, ტრაქტორები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი