“ორგნიზატორებმა საპროტესტო მესიჯის გაჟღერება აკრძალეს”– რატომ ამბობს ჯგუფი ფესტივალზე უარს და რას აცხადებენ ორგანიზატორები

6-7 სექტემბერს ქუთაისში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას აღარ მივიღებთ. ორგანიზატორების თქმით, სცენიდან გაკეთებული ნებისმიერი სახის საპროტესტო მესიჯი, ფესტივალს შეუქმნის საფრთხეს. სადაც რეჟიმის ტყვეებისთვის სოლიდარობის გამოხატვის ადგილი არ არის, არც ჩვენი ადგილია. P.S. ცნობისთვის, მსგავსი მოთხოვნების გამო, არაერთ კონცერტზე მოგვიწია უარის თქმა. ჩვენ ვრჩებით ბოლომდე პროტესტში და არ ვეგუებით არსებულ რეალობას!
West Fest Kutaisi–ის დამფუძნებლები კი თვლიან, რომ საპროტესტო მესიჯი, რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა იქნება და აცხადებენ, რომ ფესტივალი არაპოლიტიზირებულია:
West Fest Kutaisi-ს დამფუძნებლები ვრჩებით საწყის აზრზე , რომელიც ფესტივალის შექმნის დროს გაგვაჩნდა. ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, არ გვინდოდა ფესტივალს მიეღო პოლიტიკური ელფერი და შესაბამისად პერსონალური თხოვნის საფუძველზე ყველა მონაწილე ბენდთან, ერთი თვის წინ, მათ შორის Loudspeakers -თან შევთანხმდით, რომ ფესტივალს არ მიცემოდა პოლიტიკური სახე და ქალაქს ჰქონოდა განტვირთვისა და გემოვნებიანი მუსიკის მოსმენის საშუალება.
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, ჩვენ არ გვინდოდა პოლიტიკური სახე მისცემოდა ფესტივალს. ორგანიზაცია არის არაპოლიტიზირებული , არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი. West Fest Kutaisi არის კერძო პირების მიერ კომერციული მიზნით შექმნილი ორგანიზაცია. ხოლო რაც შეეხება Loudspeakers, პირველადი შეთანხმების მიუხედავად , ვერ შეძლო ჩვენი თხოვნის გათვალისწინება და უარი განაცხადა ფესტივალზე გამოსულიყო.
ჩვენ პატივს ვცემთ ყველას ინდივიდუალურ აზრს. ფესტივალის მიზანი არის ქუთაისის ცნობადობის გაზრდა მუსიკალური თვალსაზრისით.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე