ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულ 16 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფების 16 წევრს, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებულთა შორის არასრუწლოვნები არიან, სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია. -ს ცნობით,

ისინი განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი