ორგანიზაციები, რომლებსაც ეწოდებათ ფაქტების გადამოწმებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები, თავად ავრცელებდნენ და დღემდე ავრცელებენ ტყუილებს, „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან წამოსული ადამიანების საფუძველზე შეიქმნა ეს სქემა სპეცსამსახურების მიერ საქართველოში

ორგანიზაციები, რომლებსაც ეწოდებათ ფაქტების გადამოწმებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები, თავად ავრცელებდნენ და დღემდე ავრცელებენ ტყუილებს, „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან წამოსული ადამიანების საფუძველზე შეიქმნა ეს სქემა სპეცსამსახურების მიერ საქართველოში
ორგანიზაციები, რომლებსაც ეწოდებათ ფაქტების გადამოწმებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები, თავად ავრცელებდნენ და დღემდე ავრცელებენ ტყუილებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული ჩვეულებრივი სქემა.
„ძალიან კარგად მოგეხსენებათ, ვინ არიან ეს ე.წ. „ფაქტჩეკერები“. ესეც იყო სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული სქემა და მთელი ნონსენსი ამ ყველაფერში მდგომარეობს რაში, რომ ორგანიზაციები, რომლებსაც ეწოდებათ ფაქტების გადამოწმებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები, თავად ავრცელებდნენ და დღემდე ავრცელებენ ტყუილებს. ეს არის სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული ჩვეულებრივი სქემა. სწორედ რომ „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან წამოსული ადამიანების საფუძველზე შეიქმნა ეს სქემა, სპეცსამსახურების მიერ, საქართველოში. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია ამასთან დაკავშირებით.
“ფაქტჩეკერებს”, ზოგადად, ვიზები არ ეკუთვნით და თუ ეს მიდგომა აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს, ეს არის ძალიან კარგი.“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო