ორბელიანის მოედანზე „ტვ. პირველის“ ოპერატორი დაშავდა

მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს “ტვ.პირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა.
როგორც ტელეკომპანიის ჯგუფმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ოპერატორს ფეხზე სავარაუდოდ გაზის კაფსულა მოხვდა, რომელსაც სპეცდანიშნულების რაზმი იყენებდა.
შემთხვევა, ორბელიანის მოედანზე მაშინ მოხდა, როდესაც ოპერატორი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
ადგილზე ელოდებიან სასწრაფო დახმარების ექიმებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია