ორბელიანის მოედანზე გდდ-ს თანამშრომლები კვლავ იმყოფებიან, ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანებიც – აგებენ ფილებსაც, რომლებიც დაპირისპირებისას აქციის მონაწილეებმა აყარეს

ორბელიანის მოედანზე, სადაც გუშინ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, გდდ-ს თანამშრომლები კვლავ იმყოფებიან, ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.
პარალელურად, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, აგებენ ფილებს და ამონტაჟებენ სხვა დაზიანებულ ინვენტარს.
რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, რომლის ჯებირიც გუშინ აქციის მონაწილეებმა გაანგრიეს, ის კვლავ დაზიანებულია, სამონტაჟო სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის.
რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
შეგახსენებთ, გუშინ დედაქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც თავისუფლების მოედანზე შეკრებილებმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლის მიმართულებით გადაინაცვლეს.
კერძოდ, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ჯებირი გაანგრიეს და სასახლის ეზოში შევიდნენ, სპეცრაზმელებსა და მათ შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმელებმა მოქალაქეების მისამართით ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს. ათონელის სასახლესთან მოქალაქეები წყლის ჭავლის მანქანით დაშალეს. მოგვიანებით აქცია კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან გაგრძელდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
ასევე, გუშინ განვითარებული მოვლენების შედეგად, -მ „ნაციონალური მოძრაობის” წევრები – მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე, „რუსთაველის გამზირის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა ბურჭულაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!

შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე – არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით