ორბელიანების სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშის აღმართვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის ეზოში დროშის აღმართვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა და ეს დღე პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სტუდენტებთან ერთად აღნიშნა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა შეასრულა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, სუხიშვილების ანსამბლმა კი სახელმწიფო დროშით ქართული ხალხური ცეკვის, ,,ხორუმი“ ფრაგმენტი – მხატვრული პერფორმანსი შეასრულა.
სტუდენტემბა ორბელიანების ქუჩაზე საქართველოს გიგანტური დროშა გაშალეს. ორბელიანების სასახლეში გამოიფინა საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც ორბელიანების სასახლეში ინახება.
პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში დავით თევზაძემ სტუდენტებს დროშის შესახებ ლექცია ჩაუტარა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა