ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო სექტორს ხვდება

ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლები, ჯგუფის “დაიტოვე” წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და, როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, საუბარი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით იქნება.
გუშინ ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტის წარმომადგენელს შეხვდნენ, სადაც ახალი ს საკითხი განიხილეს და ასევე, მოამზადეს დოკუმენტი, რომელიც საარჩევნო წესებსა და პირობებს ეხება.