ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები შეიკრიბნენ

ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მივიდნენ.
არსებული ინფორმაციით, საუბრის თემა ეუთო/ოდირის დასკვნა იქნება.
როგორც პრეზიდენტთან შესვლამდე პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოსთან მიმართებთ ყველაზე მძიმეა, რაც აქამდე დაწერილა.
„შეხვედრის მიზანზე შეხვედრის შემდეგ შემეძლება საუბარი, რაც შეეხება ეუთო-ს დასკვნას, საბოლო ვერსია ბევრად მძიმეა, ვიდრე წინასწარი დასკვნა. ყველაზე უფრო მძიმე დასკვნაა, რაც ოდესმე საქართველოსთან დაკავშირებით დაწერილა, ეს იმას ადასტურებს, რასაც ვამბობდით, რომ ეს იყო ყველაზე ცუდად ჩატარებული , რეალურად, ქართველი ხალხის ნება არ გამოხატა, ვფიქრობ, ეს დასკვნა ამის დასტურია. პროცესები როგორ გაგრძელდება, ეს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამოჩნდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 18:00 საათზე ბრიფინგს მართავს.