ორბელიანების სასახლეში მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებები განახლდა

ორბელიანების სასახლეში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ სა და „საქართველოსთვის“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს შორის მოლაპარაკებები განახლდა.
ოპოზიციონერი ლიდერები ორბელიანების სასახლეში გაერთიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის დღეს უკვე მეორედ შეიკრიბნენ.
არსებული ინფორმაციით, ეს არის დასკვნითი შეხვედრა, რომლის შემდეგაც გახდება ცნობილი, გაერთიანდებიან თუ არა არჩევნების წინ გიორგი გახარიას პარტია და კოალიცია “გამარჯვებული საქართველო”.
ორბელიანების სასახლეში “ძლიერი საქართველოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.
ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია