ორბელიანების სასახლეში კამპანიის „ჩემი ხმა ევროპას“ ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის, ს მიღებას მართავს.
ღონისძიება კამპანიის „ჩემი ხმა ევროპას“ დასკვნითი ნაწილია და პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს.
პრეზიდენტის სასახლეში იკრიბებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, პოლიტიკოსები და ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ელჩები.
პრეზიდენტის განცხადებით, ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი, პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრებაზე უარი თქვეს ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა.
მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივნის და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილის მიერ დადგმულ მასკარადში ხელისუფლება მონაწილეობას არ მიიღებს“.

ასევე დაგაინტერესებთ