ორბელიანების სასახლესთან აქციის მონაწილეებთან მივიდა

პრეზიდენტი ორბელიანების სასახლესთან მისულ აქციის მონაწილეებს შეხვდა.
ორბელიანების სასახლესთან იმყოფებიან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეებისა და IT სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მარშით მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გამოჩენას ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.
აქციის მონაწილეები სასახლესთან აცხადებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური მმართველი. მათ მადლობა გადაუხადეს სალომე ზურაბიშვილს იმისთვის, რასაც “პრეზიდენტი საქართველოსთვის აკეთებს”.
პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
თავდაპირველად სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები მარჯანიშვილის მოედანთან შეიკრიბნენ. მსვლელობისას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მათ IT სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ასევე, მანიფესტანტებმა საკუთარი პოზიცია კულტურის სამინისტროსთანაც გააჟღერეს.
მსვლელობის მონაწილეები ამ დროისთვის, უკვე გადაადგილდებიან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე მეთვრამეტე დღეა გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)